,,ძაღლები მომიწამლეს, კრუნჩხვითა და წამებით კვდებიან” – რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მიშა კაჭკაჭიშვილი

0
269
28 Views

,,მცხეთაში ძაღლები მომიწამლეს” –წერს სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელსაც ასზე მეტი ძაღლი ჰყავს შეფარებული.

,,ჩემი ბრალია. ვერ შევძელი მათი დაცვა… ახლაც დაუცველები არიან, რადგან სახლის ეზოს ტერიტორი საკმაოდ დიდია და საწამლავი (დიდი ალბათობით ვირთხის) ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს შემოყრილი ან გადმოყრილი.
ნაწვიმარია და შეუძლებელია ამხელა ტერიტორიაზე რამის პოვნა…
სამწუხაროდ, მათი სხვა ტერიტორიაზე გადაყვანის შესაძლებლობა ამ წუთას არ მაქვს და რომც მქონდეს, რომელს, როდის ან რა რაოდენობით აქვთ ნაჭამი, არავინ იცის. კვდებიან უცებ, კრუნჩხვით და წამებით…
ამის კონტროლი შეუძლებელია. მხოლოდ განგების იმედად ვარ… ალბათ ცისარტყელაზე წასულები მაპატიებენ, არ ვიცი… მაგრამ მე ამის ჩამდენს არ ვაპატიებ! სულ რომ სიცოცხლის და თავისუფლების აღკვეთის ფასად დამიჯდეს” – წეს კაჭკაჭიშვილი

Cesko