„სალომე ზურაბიშვილმა 2-ლარიან ყვავილში ერთი ლარი მომცა, ხურდები ეჭირა ხელში… ახლა ჩემი ცხოვრება ცხოვრებაა? ” – რა უცნაურ შემთხვევაზე ჰყვება ყვავილების გამყიდველი?

0
831
28 Views

ყვავილების გამყიდველი, 71 წლის ქალი ჰყვება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორლარიან ყვავილში ერთი ლარი გადაუხადა

„აქ მაღაზიაში იყო. ორლარიან ყვავილში მომცა ერთი ლარი. არ მინდა-მეთქი, არ ვიღებდი. არა, აიღე, აიღეო, ხურდები ეჭირა ხელში და ჯიბეში ჩამიდო ერთი ლარი… ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ ყველას, ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ რაღაც გააკეთონ. ახლა ჩემი ცხოვრება ცხოვრებაა? არ მოვიპარავ, ჩემი ადამიანობით რაღაცას გავაკეთებ, ყოველდღე მოვდივარ, რომ მშიერი არ ვიყო“, – უყვება 71 წლის ბებო მამაკაცს, რომელმაც მისგან ყველა თაიგული შეიძინა და 90 ლარი გადაუხადა.

 

Cesko