ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას მივიღებთ საქართველოში

0
234
20 Views

ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ და იყენებენ ყველა აკრძალულ მეთოდს ჩვენს ქვეყანაში არეულობების, დესტაბილიზაციის შემოტანისთვის, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა აქციაზე „მოვდივარ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მათ სურთ საქართველოში დაამყარონ საელჩოკრატია, აგენტოკრატია. მაგრამ ეს ასე ვეღარ იქნება. საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ ვაშინგტონში, მოსკოვში, ბრიუსელში, კიევში და ვერცერთ სხვა დედაქალაქსა და ქალაქში. საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას მივიღებთ თბილისში, რუსთავში, თელავში, საგარეჯოში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, ჩოხატაურში, სოხუმსა და ცხინვალში. საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას მივიღებთ საქართველოში. ჩვენს წინაპრებს, თაობებს, აქ მდგომებს არ გიბრძოლიათ იმისთვის, რომ ბატონი გამოგვეცვალა და ეს არჩევანი გაგვეკეთებინა – სად მჯდარიყო ეს ბატონი და მიმთითებელი“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

Cesko