„ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ ვითომდა მეგობრებად გვევლინებოდნენ, დღეს ვხედავთ, რომ შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩაერივნენ. ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღირსების შელახვას, თავისუფლების დაკარგვას, რაც დიდი ბრძოლით გვაქვს მოპოვებული“, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ია მეტრეველმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვეუბნები დღევანდელ ხელისუფლებას, რომ სწორად მოქმედებს და დღეს ომი აგვაცილა. მადლობა ჩვენს ახალგაზრდა პრემიერს
დღესაც აქ ვარ. სამწუხაროდ, ვერ ვეღირსეთ მშვიდობას და დღესაც ეგ მომენტი დაგვიდგა, ძალიან რთული ვითარებაა, რადგან მსოფლიოში მიმდინარეობს რთული პროცესები. ჩვენ ახლა კეთილგონიერება გვჭირდება, რომ როგორღაც გადავლახოთ ეს პერიოდი და რაც უნდათ, რომ გაგვიკეთონ, ის ვერ შეძლონ – ეს არის ომი, ეს არის უბედურება, რაც ნებავთ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ დაუშვებს გონიერი ქართველი ერი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. პირველ რიგში მშვიდობა, რაც არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა მეტრეველმა.
მისივე თქმით, მეორე ფრონტის გახსნას ქართველი ერი არ დაუშვებს.
„მათ უნდათ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს. ამაში ძალიან კარგად უწყობს ხელს ე.წ. ოპოზიცია. მათ ოპოზიციას ვერ ვუწოდებ, ქვეყნის მტრებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ მომხრეებს და სატელიტებს უნდათ როგორღაც ამ ქვეყანაში რევოლუცია, აჯანყება, ან პროვოკაცია მოახდინონ. ამ და ომის გზით როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს.
ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ ვითომდა მეგობრებად გვევლინებოდნენ, დღეს ვხედავთ, რომ შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩაერივნენ. ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღირსების შელახვას, თავისუფლების დაკარგვას, რაც დიდი ბრძოლით გვაქვს მოპოვებული“, – დასძინა მეტრეველმა.