ცნობილი ადამიანები ნუცასთვის ერთიანდებიან – ნახეთ, ვინ როგორ ამხნევებს ქართველ მომღერალს?

April 28, 23:00
0
234

ცნობილი ადამიანები ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძისთვის ერთიანდებიან და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

“ბრავო რექორდსის” დამფუძნებელი, ზაზა შენგელია მათ ვიდეომიმართვებს სოციალურ ქსელში აზიარებს.

“ესპანეთის საკალათბურთო კლუბ, “ტენერიფეს” ბრწყინვალე და ცნობილი კალათბურთელი, ევროლიგის ორგზის ჩემპიონი, გიორგი შერმადინი ავრცელებს ვიდეოს ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად და მოუწოდებს ყველას American Idol-ში ხმა მისცენ ნუცას.

გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, ზურაბ ხიზანიშვილი ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ ვიდეოს ავრცელებს და მოუწოდებს ყველას American Idol-ის კონკურსზე ხმა მისცენ ნუცას.

მსოფლიო აღიარების მქონე უდიდესი ქართველი მეცნიერი, ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი, ზაალ კოკაია ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებს და მოუწოდებს ყველას American Idol-ში ხმა მისცენ ნუცა ბუზალაძეს.

უდიდესი ფეხბურთელი, სიამაყე და ბრწყინვალე ადამიანი, შოთა არველაძე ავრცელებს ვიდეოს ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად და მოუწოდებს ყველას American Idol-ში ხმა მისცენ ნუცას.

შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძე ამერიკული კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ნუცა American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა.

Cesko