სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ კალათბურთელს, გიორგი შერმადინს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
საქმე ეხება ესპანეთის ლიგის MVP-ის, რომელის გამარჯვებულიც გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება.
„ #MVPMovistar Giorgi Shermadini ➡️ ესპანეთის ლიგის MVP-ის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო 🎖️
✅გულშემატკივრებს ხმის მიცემა ინსტაგრამზე შეუძლიათ https://www.instagram.com/p/CrdHoXUNXak/
🔗გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ:
ანდროიდი: https://play.google.com/store/apps/details?id=com.acb.www…
IOS: https://apps.apple.com/app/id437202587…
გაითვალისწინეთ რომ თითო ხმა ორად ჩაითვლება ლიგა ენდესას მიერ სპეციალურად შერჩეულ დღეებში: 27 აპრილს, 1 და 8 მაისს.
ხმის მიცემა ნებისმიერი საშუალებით შესაძლებელია დღეში (24 საათში) ერთხელ.
აღნიშნულ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ხმის მიცემის შედეგებს რეალურ დროში⤵️
https://mvpmovistar.acb.com/
არ დაგავიწყდეთ, ზემოთ მითითებულ გვერდებზე, სპედიალური ბანერის ქვეშ დააკომენტარეთ: #MVPMovistar Giorgi Shermadini “ , – აღნიშნულია Facebook-პოსტში.