უკრაინელი სამხედრო ექსპერტი: უკრაინის შსს-ში ბევრი მოღალატე მსახურობს

0
349
35 Views

უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა რომან სვიტანმა ქვეყნის შს მაღალჩინოსნები რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ომის პირველ დღეებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტრისთვის წინააღმდეგობის ნაცვლად პოლიციის მთელი ქვეგანყოფილებები ოკუპანტების მხარეს გადადიოდნენ.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი კოლაბორანტების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენი შსს ყოფილი თანამშრომლები არიან. – მელიტოპოლში სწორედ ასეთი კოლაბორანტი იყო განადგურებული. ეს არის ლეგიტიმური მიზნები ჩვენი პარტიზანებისთვის. ნებისმიერი შეიარაღებული ოკუპანტი არის ლეგიტიმური მიზანი. რეალურად ომი რუსეთსა და უკრაინას შორის 2014 წლიდან მიდის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ადამიანები ინიშნებოდნენ შსს-ში, მაღალ თანამდებობებზე და ეს არის ან არაპროფესიონალიზმი ან პირდაპირი ღალატი, თორემ რანაირად ინიშნებოდნენ ისინი გარკვეული ქვეგანყოფილებების ხელმძღვანელებად, რომლებიც შემდეგ მთლიანად, მთელი პოლიციის განყოფილებები გადადიოდნენ მტრის სამსახურში და ახლა ჩვენს სპეცდანიშნულების ძალებს უწევთ ამ ჯგუფების განადგურება, უკვე ფრონტის ხაზის მეორე მხარეს. მაგათ ხომ ჰქონდათ წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, მათ გასცეს პროუკრაინულად განწყობილი ადამიანები. არიან ადამიანები, რომლებიც მერე კლავდნენ ჩვენს უკრაინელ პარტიზანებს და აქამდე შსს-ში მსახურობენ ეს პირები. უკრაინის შსს – ეს არის პრაქტიკულად სახელმწიფო სახელმწიფოში – დღემდე ასეა. იმის ნაცვლად, რომ მტერს ებრძოლონ, ისინი კამერებს ჰკიდებენ გზებზე, რომ ჩვენს მძღოლებს ფული წაართვან და ამავე კამერების მეშვეობით ინფორმაციას გადასცემენ მტერს. დარწმუნებული ვარ, რომ მტერს აქვს წვდომა ამ კამერებზე. აი ეს არის შსს-ს დანიშნულება. ასეთი მდგომარეობაა და ახლა ჩვენს ძალებს სისხლის ფასად უწევთ ამ ნაძირლების განადგურება – მტრის ზურგში. ეს მონსტრი დღემდე რჩება უკრაინის შიგნით – გამყიდველების და მოღალატეების მთელი სტრუქტურა – მათ შემადგენლობაში შედის ეროვნული გვარდია, პოლიცია მესაზღვრეები, საგანგებო სამსახური, და არავინ ცდილობს რაიმე მოქმედებას ამ მონსტრის წინააღმდეგ – ეს მიზანი არც არის დასახული “- ამბობს რომან სვიტანი.

სვიტანი 2014 წელს თავად აღმოჩნდა რუსების ტყვეობაში დონბასში და, მისი თქმით, სასტიკად აწამეს.

Cesko