25 Views
რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან აიცილოს ბირთვული ესკალაციის ყველაზე უარესი სცენარი, მაგრამ, არავის ურჩევს მისი მოთმინება გამოცადოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვლენები ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ არა ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფის ფასად“, – აცხადებს ზახაროვა.