როგორ გამოიყურება ამჟამად 25 წლის გოგო, რომელიც 7 წლისა 220 კილოგრამს იწონიდა

0
2514
32 Views
ამერიკელმა გოგონამ წონის რეკორდი მოხსნა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კეთილი დედა, რომელიც თავისი ქალიშვილის ყველა ახირებას ასრულებდა, პატარას კვებავდა სხვადასხვა მავნე თუ სასარგებლო პროდუქტით. ჯესიკა ლეონარდი 7 წლის იყო, როცა მედიამ შეიტყო მის შესახებ და გოგონა მიიწვიეს სხვადასხვა გადაცემაში, პოპულარულ ტელეარხებზე. ის, რაც მაყურებელმა ნახა, შოკის მომგვრელი იყო, რადგან ბავშვი იწონიდა 222 კილოგრამს! ჯესიკამ მიიღო შეერთებული შტატების ყველაზე მსუქანი გოგონას წოდება.

 

საინტერესოა, რომ თავად ბავშვის მშობლებს არ ახსოვთ, როდის გამოვიდა სიტუაცია კონტროლიდან და საყვარელი გოგონა, რომელიც თოჯინას ჰგავდა, ბურთად იქცა. ბავშვი ჭამდა არც ისე ჯანსაღ საკვებს – პიცა, კარტოფილი ფრი, შემწვარი ქათამი, ჰამბურგერი, და აშ. შედიოდა მისი დღის რაციონში. თითოეული ულუფა კი გიგანტური იყო. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ნახევარი საათის შემდეგ ჯესიკა კვლავ მშიერი იყო და თუ მას საკვებზე უარს იტყოდნენ, საშინელ სცენებს აწყობდა. გოგონა დღეში დაახლოებით 10 000 კილოკალორიას იღებდა.

 

IMG.GE უკვე 4 წლის ასაკში ბავშვის წონა აღემატებოდა 100 კგ-ს. უჭირდა მოძრაობა, ძვლებმა დეფორმაცია განიცადა. სახსრები ვეღარ იტანდა იმ წონას, რომლის ტარებაც უწევდათ. სახის სიმსუქნის გამო ჯესიკას ლაპარაკიც უჭირდა. 7 წლისა მძიმედ ქოშინებდა. საბედნიეროდ, ყველაზე მსუქანმა გოგონამ მოახერხა წონის დაკლება! ჯესიკა გაგზავნეს კლინიკაში, სადაც დაიწყო სერიოზული ბრძოლა, ყოველი შეჭმული კალორიისთვის. ექიმებმა გააცნობიერეს, რომ მისი მთავარი პრობლემა იყო ფსიქოლოგიური დამოკიდებულება საკვებზე. რა თქმა უნდა, გოგონა წინააღმდეგობას უწევდა ექიმებს. ვერ გაიგო, რატომ უკრძალავდნენ ჭამას. დიეტამ, სპორტმა, ფსიქოლოგთან კონსულტაციებმა და ნებისყოფამ ნაყოფი გამოიღო და წელიწად-ნახევრის შემდეგ მსოფლიომ გაიცნო ახალი ჯესიკა, რომელმაც 140 კგ დაიკლო. ბოლოს გამოცდილმა ქირურგებმა მოაცილეს დაახლოებით 10 კგ ჭარბი კანი. დღეს, 25 წლის გამხდარ გოგონაში, რომელიც ტანვარჯიშითა და კალათბურთით არის დაკავებული, ვერ ამოიცნობთ 200-კილოგრამიან გოგონას, რომელიც სატელევიზიო შოუში აჩვენეს. ჯესიკა მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს, ჭამს სწორად და პაემნებზეც დადის.
Cesko