სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და ჩვენი გუნდის გულშემატკივართა ოფიციალური ფან-კლუბი ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ზესტაფონის “მეტალურგის”, თბილისის “ავაზას”, ფიზკულტურის ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდის, თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” დუბლების, ლანჩხუთის “გურიის”, სამტრედიის “ლოკომოტივის”, გორის “დილას”, გურჯაანის “ალაზანისა” და ზესტაფონის “მარგვეთის” ყოფილი ფეხბურთელი, შემდგომში კი ბავშვთა წარმატებული მწვრთნელი (მათ შორის, ჩვენი კლუბის შემადგენლობაში), ჩვენი თანაქალაქელი
ნოდარ (ფერო) კიკნაძე.
დიდი გულისტკივილით თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს!
პანაშვიდები: თბილისი, გლდანის მე-8 მიკრო, კორპუსი 27, მე-8 სადარბაზო, მე-7 სართული.
გამოსვენება შაბათს, 14:00 საათზე, იქვე მდებარე ეკლესიიდან.