“სინამდვილეში ყველაზე, მათ შორის პატრიარქზე დიდი ნდობა და რეიტინგი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს…“ – პაატა ქურდაძე IRI-ის კვლევაზე

April 27, 11:19
0
409

მწერალი, პაატა ქურდაძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“არც მე მჯერა IRI – ს კვლევების!.. ბავშვმაც იცის, რომ სინამდვილეში ყველაზე, მათ შორის პატრიარქზე დიდი ნდობა და რეიტინგი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს..(ბითლების არ იყოს ერთ დროს) დანარჩენებს კი ოსიმენიც მოუგებს რმ მოინდომოს… უბრალოდ კარგი ბიჭები არიან და პოლიტიკაში არ ერევიან… ნუ ჯერჯერობით მაინც..ღმერთმა ისე ნუ გაუჭირვოს რომელიმეს რომ ეს დაჭირდეთ, ხვიჩას თავისთავად.. მაგრამ მგონი არც ნიგერიულ პოლიტიკაშია ყველაფერი საათივით აწყობილი და ეჭვი მაქვს იქაურ პარლამენტსაც ექნება კვორტები გამოყოფილი გამოჩენილი სპორტსმენებისთვის…“ – წერს ქურდაძე.

Cesko