ანნა ფოტიგას განცხადებას დიდი როლი შეუძლია ითამაშოს – გიული ალასანია

March 31, 19:45
0
336

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ ევროპარლამენტარის ანნა ფოტიგას უმწვავესი გზავნილი

საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ალასანია ამბობს, რომ  მას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს სხვა ევროპელ დიპლომატებთან და ყველა მათგანი შეშფოთებას გამოთქვამს. 

“ძალიან ადეკვატური განცხადება იყო, მის სიტყვას რა თქმა უნდა აქვს წონა. ჩამოსული იყო და მე სხვათაშორის შევხვდი. ძალიან შეურაცხყოფილი წავიდა აქედან იმიტომ, რომ არ მიეცა საშუალება შეხვედროდა, მას ჰქონდა სურვილი, რომ პირადად შეხვედროდა ჩემ შვილს. ანა ფოტიგა არ არის ერთადერთი, მაგრამ ანა ფოტიგას სიტყვა განსაკუთრებულია.  დიდი როლი ითამაშა და შეუძლია ითამაშოს ამ მოვლენებში, რომელიც ეხლა ჩვენ თვალწინ ვითარდება და აფასებენ, ძალიან უნდათ, რომ ეს ადამიანი იყოს თავისუფალი”, – ამბობს გიული ალასანია.

Cesko