თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვიბრძვით აშშ-თან და არა „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან… აშშ-ს სურს იქ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა”

0
485
20 Views

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლით ქვეყანა რეალურად აშშ-ს ებრძვის.

სულეიმან სოილუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის.

„ჩვენ ყველა [ტერორისტულ] ორგანიზაციას ვებრძვით, როგორიცაა FETOPKK [ქურთისტანის მუშათა პარტია], DAESH [ისლამური სახელმწიფო]. ჩვენ არ ვიბრძვით PKK-ის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით აშშ-ის წინააღმდეგ. ნუთუ ასეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ეს არ ვიცოდეთ? ჩვენ ეს ვიცით. აშშ-ს სურს იქ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Cesko