თურქეთის პრეზიდენტი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა

April 26, 11:25
0
340

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერის დროს ცუდად გახდა.

ერდოღანს სამი წინასაარჩევნო გამოსვლის შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუ ჰქონდა დაგეგმილი.

მედიის ცნობით, ერდოღანის სატელევიზიო გამოსვლა დაგეგმილზე დაახლოებით 90 წუთით გვიან დაიწყო და დაწყებიდან 10 წუთში მოულოდნელად შეწყდა.

ერდოღანმა ბოდიში მოუხადა მაყურებელს და განმარტა, რომ შეუძლოდ გახდა.

„გუშინ და დღეს მძიმე დღეები იყო. სწორედ ამიტომ დამემართა კუჭის გასტროენტერიტი“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა გადაცემის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე კითხვას უპასუხა.

ცნობისთვის, არჩევნები თურქეთში 14 მაისს არის დაგეგმილი.

Cesko