„IRI-იმ ანეკდოტების პერიოდული გამოცემის ახალი გამოშვება გამოაქვეყნა

0
329
28 Views

„IRI-იმ ანეკდოტების პერიოდული გამოცემის ახალი გამოშვება გამოაქვეყნა. სადაც თქვენ ამოიკითხავთ, რომ, მაგალითად, სააკაშვილმა პოპულარობით ბიძინა ივანიშვილს გადაასწრო. ეს რომელი ორგანიზაციაა ხომ იცით? 2020 წელს 33% რომ დაუწერა და “ოცნება 90 მანდატით შევიდა პარლამენტში.“- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში. როგორც ექსპერტი აღნიშნავს ეს ტენდენციური კვლევები ემსახურება საზოგადოებრივი აზრზე ძალადობას და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. „IRI-იმ ანაკდოტების პერიოდული გამოცემის ახალი გამოშვება გამოაქვეყნა, სადაც თქვენ ამოიკითხავთ, რომ, მაგალითად, სააკაშვილმა პოპულარობით ბიძინა ივანიშვილს გადაასწრო.

ეს რომელი ორგანიზაციაა ხომ იცით? 2012 წელს ქართულ ოცნებას 24% რომ დაუწერა და არჩევნებზე ოცნებამ 55% რომ აიღო; 2016 წელს 20% რომ დაუწერა და ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობით რომ მოიგო; 2020 წელს 33% რომ დაუწერა და “ოცნება 90 მანდატით შევიდა პარლამენტში. ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ სიგიჟეების რასაც ეს ორგანიზაცია აქვეყნებს.

სინამდვილეში ეს ტენდენციური კვლევები ემსახურება საზოგადოებრივი აზრზე ძალადობას და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. მით უმეტეს, უშუალოდ ველის კვლევებს ატარებს ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული მიკერძოებული ორგანიზაცია. ასე რომ, ყველამ ვიცით, რომ ამ კვლევების შედეგები სადღაც ერთ ოთახში იწერება და უმჯობესი იქნება თუ მიხვდებიან, რომ კვლევები მათი ძლიერი მხარე არ არის და კარგი იქნება თუ საერთოდ თავს დაანებებენ ამ საქმეს.“- წერს ანდრია გვიდიანი.

Cesko