ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ, სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრესკონფერენცია

April 23, 12:34
0
141

კელი დეგნანი ლამის ნაცმოძრაობის თავმჯდომარე გახადონ და მაინც ვერ ფარავენ კეზერაშვილის თაღლითობას, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” წევრი, ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მისი თქმით, კეზერაშვილის საქმე ვერაფრით გადაიფარა და ახლა “ნაციონალურმა მოძრაობამ” “საზარბაზნე ხორცად საკუთარი გარემოცვის წევრი გამოიყვანა.

„მოსამართლეების თემით ვერ გადაფარეს… კომისიის თემით ვერაფერი ქნეს… კელი დეგნანი ლამის ნაც-მოძრაობის თავმჯდომარე გახადონ და მაინც ვერ ფარავენ კეზერაშვილის თაღლითობას.. ჰო და ახლა, “საზარბაზნე ხორცად” საკუთარი გარემოცვის წევრი გამოაგდეს, თან ყველაზე მაგარი “ნარატივით” – მინისტრის ბიძაშვილის ცოლის დის ყოფილი ქმარიო თუ რაღაც ეგეთი სისულელე…
ბიჭო, თქვენ მაგრად გაჟრიალებთ. კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ, სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრეს-კონფერენცია. ეგ ნაგავი თქვენია და თქვენვე მოგიწევთ მაგის ზიდვა! P.S. არ გაგიკვირდეთ, ხვალ საკუთარი მამიდები რომ გამოფინონ სააშკარაოზე, ოღონდ კეზერაშვილი გაათეთრონ, მაგრამ… როგორც ყველაფრისგან სალამური არ ითლება, ისე კეზერასგან ვერ გამოძერწავთ უდანაშაულოს”, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Cesko