22 აპრილს ვედური ასტროლოგიის მიხედვით „აკშაია ტრიტია“ აღინიშნება. ამ დღეს წელიწადის ყველაზე იღბლიან და სასიკეთო დღეს უწოდებენ!
წელიწადში ერთხელ არის პერიოდი, როცა მზე და მთვარე ერთდროულად იმყოფებიან თავიანთი ეგზალტაციის ნიშანში – ამ შემთხვევაში კუროში. ეზოტერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ დღეს დაწყებული ყოველი სასიკეთო საქმე წარმატებით წარიმართება და კეთილად დასრულდება.
ცნობილი ტაროლოგი კატო საზოგადოებას ამ დღესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდის და ადამიანებს ურჩევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ იღბალი მუდამ მათთან იყოს.
„კარგი ნიუსით შემოვდივარ დღეს თქვენს ნიუსფიდებში!
წინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე გველოდება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ამოვიდეთ იმ რთული სიტუაციებიდან, რომლებშიც ვართ და შევიქმნათ დადებითი და ჰარმონიული გარემო ცხოვრებაში.
ყველას რაღაც გვაწუხებს, ცხოვრება ხომ დაულაგებელი ქაოსია, ხან რა გამოხტება და ხან რა. რთულია ყველაფრის გაკონტროლება და სასიკეთოდ წარმართვა, თუმცა არსებობს ძალიან დადებითი დღეები, როცა სამყარო გვაძლევს პატარა გამოსაძრომს საკუთარი პრობლემებიდან და ასევე სხვა უფრო კარგ თემებში შეძრომის საშუალებასაც.
ეს დღე არის 22 აპრილს.
ამ პერიოდში ყველას გვეძლევა ოქროს ბილეთი ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის.
ამ დღეს სანსკრიტზე ჰქვია „აკშაია ტრიტია“. აკშაია – ნიშნავს დაუმარცხებელს, ხოლო ტრიტია სამს – რადგან ეს არის მთვარის მესამე დღე.
ამ დღეს, ვედური ასტროლოგიის მიხედვით, ორი უმნიშვნელოვანესი მნათობი, მზე და მთვარე იმყოფებიან საუკეთესო გამოვლინებაში, ანუ ეგზალტაციაში.
ამ დღეს როგორც გაატარებთ და რასაც დათესავთ, იმას მოიმკით შემდეგ „აკშაია ტრიტია“-მდე. როგორ მოვემზადოთ ამ დღისთვის:
სასურველია წინასწარ სახლის დალაგება
ძველი ნივთებისგან განთავისუფლება
სივრცის გაწმენდა ენერგეტიკულად
აბანოში წასვლა ან სახლის პირობებში სხეულის განწმენდა
რისი გაკეთება არის კარგი ამ დღეს:
ნებისმიერი წამოწყება, ახალი საქმე, სტარტაპი, წიგნის დაწერა, სახლის ყიდვა, ქორწინება, ხელის თხოვნა, ბავშვის ჩასახვა, ახალ სახლში გადასვლა…
მომდევნო ერთი წლის გეგმების ჩამოწერა, რაც გსურთ, რომ გამოგივიდეთ და განახორციელოთ.
შეგიძლიათ ასევე თუ მაგალითად გინდათ ბინის ყიდვა და ამჯერად არ გაქვს ამის სახსრები უბრალოდ გააკეთოთ ანაბარი სიმბოლური თანხით ბინის სახელზე ან ყულაბა ბინის სახელზე. თუ გინდათ წიგნის დაწერა, გახსნათ ვორდის ფაილი და დაარქვათ სიმბოლურად სათაური. თუ გინდათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, გააკეთეთ ვარჯიშები და იკვებეთ სწორად. თუ გინდათ სამსახური გააგზავნეთ სივები, თუ გინდათ ურთიერთობა დარეგისტრირდით რაიმე გასაცნობ საიტზე და ა.შ. თქვენთვის სასურველ სფეროში.
ასევე ძალიან კარგია ნებისმიერი სახის სულიერი პრაქტიკები, მაგალითად ჯაპა მედიტაცია, იოგა, ჩვეულებრივი ნებისმიერი სახის მედიტაცია, ლოცვა.
ასევე ძალიან კარგია სხვების დახმარება, გაცემა.
რეკომენდებულია ასკეზები, მინიმუმ მარხვის დაცვა მაინც.
ამ დღეს რაშიც ჩადებთ ენერგიას მთვარისა და მზის ეგზალტაცია ამ ყველაფერს მილიონჯერ დაგიბრუნებთ მთელი წლის განმავლობაში.
არ არის რეკომენდებული:
კამათი, ჩხუბი დაძაბულობები, თუ ისეთ გარემოში ცხოვრობთ, რომ სხვანაირად არ ხდება მაშინ თქვენ მაინც შეიკავეთ თავი.
ფულის გასესხება, სესხება.
ტელევოზორის ყურება.
უაზრო კონტაქტები, ჭორაობა, განსჯა, ჯობია დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, განმარტოვდეთ ჩაიხედოთ სულში.
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და მოემართოთ ხელი, თან ესეც მადლში ჩაგეწერებათ ჰარმონიულ და ნაყოფიერ „აკშაია ტრიტია“-ს გისურვებთ. სიყვარულით“.