23 Views
ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამი აღნიშნეს. სადღესასწაულო ლოცვა ცენტრალურ მეჩეთსა და იმ ტერიტორიაზე შესრულდა, სადაც მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. ხალხმრავლობის გამო მორწმუნეთა ნაწილმა ლოცვის რიტუალი ქუჩაში შეასრულა. ქართველ მუსლიმებს დღესასწაული აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
რამაზან ბაირამი მძიმე მარხვის შემდეგ დგება. ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებოდათ. ბაირამის დღეს კი ისინი ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.