“ვამჯობინებ თუ არა ჩემს თავს ხვიჩას?“ – გიორგი ქინქლაძე კვარაცხელიაზე საუბრობს

April 20, 16:04
0
1001

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდა, გიორგი ქინქლაძე „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

“ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის სათამაშოდ ყველა შესაფერისი თვისება გააჩნია და ძალიან მსურს, რომ დიდი ფეხბურთი სტაბილურად ითამაშოს, ამაში წარმატებებს ვუსურვებ, რადგან საოცარი პოტენციალი აქვს. ხვიჩას შეუძლია, რომ მცველები იოლად მოატყუოს, რასაც მოედნის უბადლო ხედვითაც არ ჩამორჩება…

ვის ვამჯობინებ ჩემსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის?

– ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს, სჯობს ეს კითხვა თავად ხვიჩას დაუსვათ“ , – აღნიშნა ქინქლაძემ.

წყარო: sportline.ge

Cesko