20 Views
პენტაგონი აშშ-ის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებული 650-ზე მეტი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის წარმომავლობის დასადგენად მუშაობს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ანომალიურ მოვლენათა კვლევის სამმართველოს დირექტორმა, შონ კირკპატრიკმა განაცხადა.
სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას კირკპატრიკმა აღნიშნა, რომ ამჟამად 650 ამოუცნობ მფრინავ ობიექტს სწავლობს. მისივე თქმით, მათი ნახევარი შეიძლება საჰაერო ბუშტები იყოს.
12 იანვარს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამმართველოს მიერ გავრცელებულ ანგარიშში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების რაოდენობა 510-ს შეადგენდა.