იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

April 20, 13:02
0
134

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent-ი წერს.

გამოცემა აქვეყნებს სტოლტენბერგის დღეს გადაღებულ ფოტოს, რომელზეც ის ომში დაღუპული უკრაინელების ხსოვნას პატივს მიაგებს.

არც ოფიციალური კიევისა და არც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

Cesko