ინდოეთს 2023 წლის შუა რიცხვებისთვის ჩინეთზე მეტი მოსახლეობა ეყოლება – გაერო

0
213
27 Views

ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ aljazeera გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ გამოქვეყნებული დემოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ინდოეთის მოსახლეობა 1,4286 მილიარდს შეადგენს.

„შეერთებული შტატები მესამე ადგილს იკავებს, მოსახლეობის რაოდენობა 340 მილიონს შეადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინდოეთი მიმდინარე თვეში მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრებს.

ინდოეთის მოსახლეობის წლიურმა ზრდამ 2011 წლიდან საშუალოდ 1,2% შეადგინა.

გასულ წელს ჩინეთის მოსახლეობა პირველად ექვს ათწლეულში შემცირდა.

Cesko