24 Views
აშშ-ში, ნიუ-იორკის ცენტრში, ავტოსადგომი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ხუთი დაშავებულიდან 4 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მაშველების თქმით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ. ნგრევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რათა დადგინდეს შენობის მდგრადობა.
მედიის ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა გრძელდება.