VIDEO: “როგორ დაგივიწყო საყვარელო, შვილზე მეტად მიფრთხილდებოდი”– გარდაიცვალა ქართველი ქალი, რომელიც კატერინა კენურიუსთან მუშაობდა

0
270
20 Views

კატერინა კენურიუს გუშინ პირდაპირ ეთერში შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა ქართველი ქალბატონი, რომელიც მის სახლში 12 წელი მუშაობდა და საკუთარი ოჯახის წევრად თვლიდა. ტელეწამყვანს ეტყობა, რომ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ პროფესიონალიზმი გამოიჩინა და გადაცემა განაგრძო, თუმცა, აღნიშნა, რომ საკმაოდ მძიმე ამბავი გაიგო.

VIDEO: "როგორ დაგივიწყო საყვარელო, შვილზე მეტად მიფრთხილდებოდი"– გარდაიცვალა ქართველი ქალი, რომელიც კატერინა კენურიუსთან მუშაობდა

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ქართველ ქალბატონს უძღვნის:

“მშვიდად განისვენე, არასოდეს დაგივიწყებ, ჩემო საყვარელო ქალბატონო, რადგან საკუთარ შვილზე მეტად მიფრთხილდებოდი. ულამაზესი სული გქონდა, სიყვარულით, რწმენითა და სიკეთით სავსე. შენ მე უკეთესი ადამიანი გამხადე, უკვე ძალიან მენატრები და ჩემი სახლი უშენოდ ცარიელია…

სიტყვებს არ შეუძლიათ ცრემლების შეშრობა… არასოდეს დაგივიწყებ! მადლობა ყველაფრისთვის! მოდი ხოლმე და ისევ მომეცი რჩევები, როგორც ყოველთვის…”- წერს კენურიუ.

Cesko