ჩინეთის საგარეო უწყება – უკრაინის კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა სამშვიდობო პროცესისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობაა

0
225
22 Views

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობა უკრაინის კრიზისის მოგვარების ერთადერთ გზად უნდა განიხილებოდეს.

„დღეს დილით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დიპლომატიისა და უსაფრთხოების შესახებ ჩინეთ-გერმანიის სტრატეგიული დიალოგი გამართეს. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა სამშვიდობო პროცესისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობაა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პეკინი მზად არის წვლილი შეიტანოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში.

„ჩვენ ასევე, ვიმედოვნებთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იმოქმედებს ცივი გონებით“, – განაცხადა ვან ვენბინმა.

მისი თქმით, ჩინეთი მოელის, უკრაინაში სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის ერთობლივი ძალისხმევა განხორციელდება.

Cesko