ახალგაზრდობა რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნება, აზროვნება ისწავლონ – მეუფე იაკობი

April 13, 14:07
0
321

„ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, ქრისტეს საქმეს ვაკეთებო და სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე“, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, ქართული ეკლესია არასდროს დაუშვებს, რომელიმე იმპერიაში ძალით შეგვიყვანონ.

„ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმისთვის გვინდა, რომ კარგად ვიყოთ და არა იმისთვის, რომ ვიღაცის მონები ვიყოთ, რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ. ნურას უკაცრავად. ყველამ იცოდეს, ევროპამაც იცოდეს, ამერიკამაც იცოდეს, რუსმაც, თურქმაც, ირანელმა, ჩინელმა და ასე შემდეგ – ქართველი კაცი არასდროს არ გახდება არავის მონა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Cesko