ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერში: CIA-ის შეფასებით, უკრაინისათვის დიზელის საწვავზე აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხებიდან გასულ წელს, სულ მცირე, 400 მილიონი დოლარი იყო მითვისებული

0
521
28 Views

ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი და პულიცერის პრემიის ლაურეატი, სეიმურ ჰერში სტატიას აქვეყნებს სათაურით „ვაჭრობა მტერთან“, რომელშიც ცნობილი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დიზელის შესასყიდად აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხებიდან დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მიითვისა.

„უკრაინის მთავრობა, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა სახსრებს, რათა გადაიხადოს სასიცოცხლოდ საჭირო დიზელის საწვავის საფასური, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის არმიას რუსეთთან ომში. უცნობია რამდენს იხდის ზელენსკის მთავრობა ერთ გალონი საწვავისთვის, მაგრამ თავის დროს პენტაგონი 400 დოლარს იხდიდა ერთი გალონის პაკისტანის პორტიდან ავღანეთში ტრანსპორტირებისთვის“, – წერს სტატიის ავტორი.

„ასევე უცნობია ის, რომ ზელენსკი საწვავს ყიდულობს რუსეთიდან, ქვეყნიდან, რომელთანაც ის და ვაშინგტონი ომში არიან. უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვის წევრები უთვალავ მილიონებს იღებენ დიზელის საწვავზე გამოყოფილი ამერიკული დოლარებიდან. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსების ერთ-ერთი შეფასებით, მითვისებული თანხები გასულ წელს, სულ მცირე, 400 მილიონ დოლარს შეადგენდა. კიდევ ერთმა ექსპერტმა კორუფციის დონე კიევში ავღანეთის ომის დონეს შეადარა, „თუმცა უკრაინიდან არ იქნება პროფესიული აუდიტის ანგარიშები“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მას უთხრა: „ზელენსკი რუსებისგან ყიდულობს დიზელს ფასდაკლებით. და ვინ იხდის გაზისა და ნავთობისთვის? ჩვენ. პუტინი და მისი ოლიგარქები მილიონებს შოულობენ“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კორუფციის საკითხი უშუალოდ დაისვა ზელენსკისთან, მიმდინარე წლის იანვარში, კიევში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან, უილიამ ბერნსთან შეხვედრაზე.

კერძოდ, უილიამ ბარნსმა ასევე წარუდგინა ზელენსკის 35 გენერლისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სია, რომელთა კორუფციის შესახებ ცნობილი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის და ამერიკის მთავრობის სხვა წევრებისთვის, ხოლო ზელენსკიმ უპასუხა ამერიკის ზეწოლას ათი დღის შემდეგ და საჯაროდ გაათავისუფლა სიაში მყოფი ათი პირი.

წყარო: imedinews.ge

Cesko