„ჯერ დაკეცილ მდგომარეობაში ჩავარტყი თავში და სისხლი წამოუვიდა, მერე გავშალე დანა და… ბოლოს გამიშვა ხელი და ჩაიკეცა“ – გავრცელდა შვილის გამაოგნებელი ჩვენება, რომელმაც მამა დანით დედის თვალწინ მოკლა

0
403
23 Views

31 წლის მამაკაცი, რომელმაც მამას ყელი გამოჭრა, გიორგი მენთეშაშვილია. შემზარავი დანაშაულიდან, რამდენიმე საათში ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა – ბრალდებული იმ დროს აიყვანეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა.

ბრალდებული გამოკითხვის ოქმში მიმალვის მცდელობაზეც ყვება. იხსენებს, რომ მეუღლეს დაემშვიდობა და დანაშაულის ადგილი მკვლელობის იარაღით დატოვა. დაკავებამდე გიორგი მენთეშაშვილმა დანა ბუჩქებში გადააგდო, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებს სამალავზე თავად მიუთითა.

„კურიერმა“ გიორგი მენთეშაშვილის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა, სადაც ის დანაშაულს დეტალურად აღწერს:

„მამაჩემი წლების განმავლობაში ცდილობდა ჩემთან კონფლიქტს. მას შეეძლო უბრალო მიზეზით დაეწყო ლანძღვა-გინება. იმ დღეს სახლში ვიყავი წამოწოლილი. მამაჩემი რაღაცას აბრახუნებდა კარზე და ხმამარლა ყვიროდდა. წამოვდექი, გამოვაღე უჯრა, ამოვიღე დიდი ზომის დანა და გავედი. იყო ძალიან აგრესიული, ვუთხარი, რომ ცუდად იქცეოდა. ამაზე დამიწყო ჯაჯგური. დედაჩემი ჩვენს გაშველებას ცდილობდა, მამაჩემი კი ჯაჯგურს აგრძელებდა. ამოვიღე დანა და ჯერ დაკეცილ მდგომარეობაში ჩავარტყი თავში, საიდანაც სისხლი წამოუვიდა. მერე გავშალე დანა და სხეულის სხვადასხვა ადგილას მივაყენე რამდენიმე ჭრილობა. შემდეგ გამიშვა ხელი და ჩაიკეცა”, – წერს  ჩვენებაში ბრალდებული.

კურიერი

Cesko