„ეს გახლავთ აშშ-ის მხრიდან ძალიან დიდი უკმაყოფილების სიგნალი საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით…” – დევიდ კრამერი

0
235
27 Views

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება იმის მანიშნებელი სიგნალია, რომ ამერიკა დიდი უკმაყოფილებით უყურებს საქართველოში მოვლენების განვითარებასთან.

„ეს გახლავთ აშშ-ის მხრიდან ძალიან დიდი უკმაყოფილების სიგნალი საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. ამერიკა გრძნობს, რომ ეს ოთხი ადამიანი ჩართულია ისეთ აქტივობებში, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და შედეგად, მოსამართლეებს უარს ეუბნებიან აშშ-ში შესვლაზე. ვფიქრობ, სხვებმაც უნდა გაიაზრონ, რომ ამას შესაძლოა, სხვა ნაბიჯები მოჰყვეს. შეიძლება, სხვა ადამიანები დაასანქციროს შტატებმა. იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირი მიყვება ამ მაგალითს და მსგავს ზომებს განახორციელებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, მთავრობამ გაითავისოს, რომ ეს ერთიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კრამერმა „პოლიტიკის ფორმულაში“.

Cesko