„ბუნებრივია, რომ თქვენც მოგვწდებოდათ მიშა სააკაშვილის და ნიკა გვარამიას დანერგილი უკიდურესად მავნე პრაქტიკა“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

0
237
21 Views

„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ხატია დეკანოიძის განცხადებას ასე ეხმაურება:

„კვესიტაძე რომ “ობგუჯუებად” მოიხსენიებდა და სინანულით ემუქრებოდა ყველას, ვინც მიშას აქციას არ უერთდებოდა – ეს დაავიწყდა 🙂
ქალბატონო ხატია, ეს უშნო
ტრადიცია დაამკვიდრა თქვენმა ბელადმა, მხარი აუბა მისი მედიის დირექტორმა და ა. შ. .
უფრო მეტიც, ეთერით შანტაჟი დაამკვიდრეთ ნორმად – ვინც დომინანტი პარტიის ხაზს არ მიყვებოდა, თქვენი ბელადის და მედიის ხელიდან ქრებოდა.
(არ გავქრით თქვენდა სამწუხაროდ, პირიქით, გადავწყვიტე თქვენ გაგაქროთ)
ბუნებრივია, რომ თქვენც მოგვწდებოდათ მიშა სააკაშვილის და ნიკა გვარამიას დანერგილი უკიდურესად მავნე პრაქტიკა.
თქვენ ხართ ამ ყველაფრის enabler თქვენი დუმილით და რწმენით, რომ ასეთი სისტემური და პრინციპული სიმახინჯე თქვენ არ შეგეხებოდათ.
ამას გიმტკიცებთ 7 წელია და ამიტომ ვარ დაბლოკილი თქვენს მედიებში – და ეს, ჩემი კაპიტალია საბოლოო ჯამში.“
Cesko