CNN: ერთ-ერთი გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აშშ ზელენსკის ფარულ მიყურადებას ახორციელებდა

0
477
25 Views

სოციალურ ქსელებში გავრცელებული აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფარულ მიყურადებას ახორციელებდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კერძოდ, ამერიკული დაზვერვის ანგარიშში, რომელიც ელექტრონული დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ ზელენსკიმ როსტოვის ოლქში რუსული განლაგების ადგილების უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბვის ინიციატივა წარადგინა, ვინაიდან უკრაინას არ გააჩნია შორ მანძილზე მოქმედი იარაღი.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ მას ეს სიტუაცია არ გაუკვირდა და მას მოსალოდნელი უწოდა. აღნიშნულია, რომ უკრაინის ოფიციალური პირები ღრმად იმედგაცრუებულნი არიან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო.

CNN-ი აღნიშნავს, რომ ეს განმარტავს აშშ-ის საჯარო კომენტარებს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონს არ სურს, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები მიაწოდოს, რადგან შიშობს, რომ კიევი მათ რუსეთის შიგნით დარტყმისთვის გამოიყენებს.

Cesko