მსოფლიოში ყოველ წამიერად ადამიანები მილიონობით ფოტოს იღებენ. დღესდღეობით, ტექნოლოგიები იმდენად შორს არის წასული, რომ გასაკვირი უკვე აღარც არაფერი რჩება. ყველას აქვს იმის შესაძლებლობა გადაიღოს ის, რასაც თავად თვლის საჭიროდ: საკუთარი თავი, სამყარო, ახლობლები, თუმცა მილიონიდან მხოლოდ ერთი ფოტო ხდება იმაზე მეტი, ვიდრე მხოლოდ – კადრია.
მილიონიდან მხოლოდ ერთი ფოტო იქცევა ისტორიად, რომელიც დამთვალიერებელში ზღვა ემოციას აღძრავს და სამუდამოდ გამახსოვრებს თავს.
დღეს, მსურს წარმოგიდგინოთ ფოტოები, რომლებსაც ვერასდროს დაივიწყებთ, ვინაიდან ამ ადამიანების თვალები იმდენად მჭერმეტყველი და გრძნობებით აღსავსეა, რომ შეუძლებელია თქვენში თანაგანცდა არ გამოიწვიოს.
თეთრკანიანი და ფერადკანიანი ამერიკის მოქალაქეების განცალკევებით სწავლის შესახებ კანონის გაუქმების შემდეგ, “თეთრების” სკოლაში მიმავალ ფერადკნიან გოგონას უკან დადევნებული ბრბო.
უკანასკნელად, რაც ამ პატარა ჰიროსიმელმა გოგონას თვალებმა იხილეს ბირთვული აფეთქება იყო.
ომი – არ არის ბავშვების ადგილი.
პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ეს ჯარისკაცი ინტენსიური დაბომბვის შედეგად გაგიჟდა. ფოტო 1916 წელს იქნა გადაღებული.
ოკლენდის პოლიცია ნახევრად ჩაძირულ მანქანაში ჩარჩენილი ქალის შველას ყველა საშუალებით ცდილობს.
მსოფლიოში ამ ცნობილ ფოტოს საკმაოდ შემზარავი სათაური აქვს: “ვინიცას უკანასკნელი ებრაელი”.
ინდოელი უსახლკაროები ნიუ – დელის ერთ – ერთ მეჩეთთან უფასო საკვების მიღების მოლოდინში.