,, მაინტერესებს, თქვენს მიერ მოპატიჟებულ ქალთა სიაში რა ღირსებით აღმოჩნდა ნათია ბერიძე?” – თათია სამხარაძე სალომე ზურაბიშვილს

0
492
22 Views

ჟურნალისტი თათია სამხარაძე სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს:

,,ქალბატონო პრეზიდენტო Salome Zourabichvili,

თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის კრიტიკულ მომენტში ნამდვილად განმანთავისუფლებელი იყო და მადლიერი ვარ ამისათვის. რეალურად მყისიერი ეფექტი ჰქონდა თქვენს ბრიფინგს და ჩემი სახლის კარიდან ნამდვილად გააქცია ჟურნალისტის პროფესიას ამოფარებული პროვოკატორი, რომელიც ჯერ წერეთლის 67-ში იყო დეკლარირებული მოძალადის შალვა რამიშვილის მიერ მოქსეული ჩემი პირადი ცხოვრების დაუშრეტელი ვნებით შეპყრობილი და შემდეგ ჩემი მშობლების კუთვნილ ბინასთან ჰქონდა ჩასაფრება მოწყობილი, პოსტივის სხვა ჯგუფებთან ერთად.

მათ წინააღმდეგ შსს-ში განცხადება უკვე მაქვს შეტანილი და ვითხოვ გამოძიებას ადევნების მუხლით. ცხადია, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ინსტიტუციის მიერ სამართლიანობის მოლოდინი ნაკლებად მაქვს. თუმცა, მე პირობა დავდე და სამართალს მაინც ვიპოვი, სულ რომ სტრასბურგამდე რკინის ქალამნებით მომიწიოს სიარული!

თქვენს მიერ ორგანიზებული დღევანდელი ღონისძიება თავისი შინაარსით, ნამდვილად გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო. მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უმნიშვნელოვანეს დღეს, 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ევროპისკენ სვლის და დეპოლარიზაციის როგორც უმნიშვნელოვანესი წინაპირობის აუცილებლობის მნიშვნელობა. აქვე ვულოცავ Nana Malashkhia და ნანა მახარაძეს დამსახურებულ ღირსების ორდენებს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი უკომპრომისო ბრძოლის მნიშვნელობას! დღეს, თქვენს მიერ მოწვეულ ქალთა სიაში ნამდვილად ღირსეულ უცნობ თუ ნაცნობ ქალებს ეკავათ საპატიო ადგილი.

სამწუხაროდ, მე მაინც არ მტოვებს კოგნიტური დისონანსი და მაინტერესებს, თქვენს მიერ მოპატიჟებულ ქალთა სიაში რა ღირსებით აღმოჩნდა ნათია ბერიძე? — როგორ განმარტავთ დეპოლარიზაციის იდეას თავად; სავარაუდო მოძალადისა და მსხვერპლის ერთ სივრცეში მიპატიჟებით და პროპოგანდისტული ჰიბრიდული ორგანიზააციის თანამშრომლის, რომლის ყოველდღიური საქმიანობა წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდების ბულინგს და ევროპული იდეის დისკრედიტირებას საპატიო სიაში ჩასმით?

თუ თქვენთვის ცალსახა არ იყო, რომ ჩემზე 25 მარტიდან მოყოლებული დევნა ხორციელდებოდა, მაშ რისთვის შეარცხვინეთ ქართული ოცნება, როცა თავადაც ახალისებთ ნათია ბერიძის ქმედებებს მისი ღონისძიებაზე მოწვევით? — მინდა მჯეროდეს, რომ ნათია ბერიძე ღონისძიებაზე მზაკვრულად შემოპარული იყო, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებითი განმარტების გარეშე გამიჭირდება დიდხანს ამ იმედის შენარჩუნება.

ფაქტის დასადასტურებლად, აქვე დავურთავ ნათია ბერიძის ფოტოს და გთხოვთ, იქნებ მომეცეს თქვენთან აუდიენცია და უფრო მეტი დეტალი გაგაცნოთ ჩემს საქმესთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ ჩემზე ცილისწამების კამპანია დღემდე გრძელდება — მაგალითად დღეს, 12 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა პოსტივიმ ჩემს ბულინგს…”

Cesko