ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

0
257
22 Views

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

ტყეში უკანონოდ ბზის მოჭრაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოჭრან ბზა.

სამინისტროს ინფორმაციით, კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

Cesko