მარნეულში 30 წლამდე ქალს თმა გადაპარსეს და ქმრის სახლიდან ისე გააგდეს, ამის შესახდებ უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს.
“ვფიქრობდი, რომ ხანუმ ჯეირანოვას შემთხვევის შემდეგ მსგავსი რამ არ მოხდებოდა. დღეს მომწერეს მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან 30 წლამდე გოგოს თმა გაპარსეს და პატარა შვილთან გაუშვეს მამის სახლში. თურმე გოგო თავის დროზე იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ყოფილა.
მას ბიძაშვილთან ჰქონია ურთიერთობა და ქმარმა რომ გაიგო ეს ამბავი, ამის შემდეგ თმა გაიპარსა ცოლს. ბიჭი კი, როგორც ამბობენ სავადმყოფაშია, მან სუიციდი სცადა, მომხდარს ახლა ყველა გოგოს აბრალებს, მაგრამ ელემენტარული რამე არ ესმით, რომ მას არ მისცეს არჩევანის უფლება და გაათხოვეს მისი ნებართვის გარეშე.
შსს ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა რეაგირება მოახდინა და გოგო უსაფრთხოდ არის, მოძალადეც სავარაუდოდ დაკავებულია” – წერს ბაირამოვა.
წყარო: mix.metronome.ge