ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს – ჩავუშოღლუ ლავროვთან შეხვედრის შემდეგ

0
378
21 Views

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მოლაპარაკების საფუძველზე თურქეთი მომხრეა რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების.

როგორც ჩავუშოღლუმ რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თურქეთი მზად არის ამ პროცესს მხარი დაუჭიროს.

ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული საკითხები, რომელთა შორის უკრაინა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით“, – აცხადებს ჩავუშოღლუ.

ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ ანკარა, ასევე, მხარს უჭერს ნაბიჯებს „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივების პროცესში.

მარტის ბოლოს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან.

ერდოღანმა პუტინს მიანიშნა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოლაპარაკებების გზით.

Cesko