„პოლიტპატიმარი ვარ და ვკვდები“ – მიხეილ სააკაშვილის სტატია Politico-ზე

0
320
27 Views

Politico საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის მარტის აქციებსა და სხვა საკითხებს მიმოიხილავს.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში მანიაკალური და არაპროვოცირებული სამხედრო შეჭრის ერთი წლისთავი აღინიშნა, საქართველო და რეგიონის სხვა ქვეყნები კრემლისკენ სვლას აგრძელებენ.

ამასთან, სააკაშვილი სტატიაში წერს, რომ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებით დაადასტურა თავისი ერთგულება და სურვილი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს.

„საქართველოს დემოკრატიული რეგრესი კვლავ გამოიკვეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშში, ხოლო დემოკრატიისთვის გლობალური საფრთხე გამოიკვეთა გასულ თვეში პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრის დროს. თუმცა, ამავდროულად, ქართველმა ხალხმა დაადასტურა თავისი ერთგულება დემოკრატიისა და ამგვარი ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რაც თბილისში, პარლამენტის წინ დემონსტრაციებით აჩვენეს.

ეს ყველაფერი [მარტის აქციები] მოხდა რამდენიმე კილომეტრში იმ ციხის საკნიდან, სადაც ვიბრძვი სიცოცხლისთვის და სადაც ასევე ვაგრძელებ დემოკრატიის დაცვას პუტინისა და მისი მოკავშირეებისგან. ვარ პოლიტპატიმარი საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც პრეზიდენტის რანგში 2004 წლიდან 2013 წლამდე ვხელმძღვანელობდი და ბევრს ვმუშაობდი დემოკრატიისა და დასავლეთისკენ გადასვლისთვის“, – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი წერს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის რამდენიმე თვის შემდეგ, ევროპისა და აშშ-ის ლიდერებმა აქებდნენ დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრების მხარდაჭერისთვის და ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატების მიერ საქართველოში დე ფაქტო კონტროლის პერიოდის დასრულებისთვის.

მისივე თქმით, 2005 წელს სენატორების ჰილარი კლინტონისა და ჯონ მაკკეინის მიერ ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს „დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების საყოველთაო ღირებულებების სახალხო მხარდაჭერის მოპოვების გამო“.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ახლა კვდება.

მესამე პრეზიდენტი წერს, რომ სისტემატურად აწამებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ამჟამად სხეულში აქვს მძიმე ლითონები, რაც მოწამვლის მტკიცებულებაა.

„ასევე სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მე ვაგრძელებ მოწოდებას აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით.

ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი წამება, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად – ძლიერი სიმბოლო ყველა ლიდერისთვის ამ რეგიონში,და შესაძლოა მსოფლიოც, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ რუსულ იმპერიალიზმს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სტატიაში.

მესამე პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, დასავლელი ლიდერები მას, ისევე როგორც უკრაინის ომის დაწყებისას ვოლოდიმირ ზელენსკის, სთავაზობდნენ ქვეყნის დატოვებას, თუმცა მან ამ მოწოდებაზე უარი უარი თქვა. ის იმაზეც საუბრობს, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„იმ დროს და 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი გამეფრთხილებინა ჩემი დასავლელი კოლეგები პუტინის იმპერიალისტური ამბიციების და მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის შესახებ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა გამოხატა საჭირო მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს საქმესთან, როგორც ჩანს, ცოტამ თუ აღიქვა სერიოზულად პუტინის მილიტარიზმის საფრთხე. როგორც ჩანს, კრემლის სასაცილო ნარატივი იმის შესახებ, რომ ჩემმა მთავრობამ რატომღაც მოახდინა ომის პროვოცირება, დასავლეთში ბევრისთვის საკმარის ეჭვს იწვევდა, რათა დაერწმუნებინათ თავი, რომ პუტინს არ ჰქონდა უფრო ფართო რევანშისტული მიზნები. რა თქმა უნდა, უკრაინის ომმა გამოავლინა პუტინის ჭეშმარიტი იმპერიალისტური ამბიციები, აღედგინა საბჭოთა იმპერია მისი ყოფილი ტერიტორიების ანექსიით, თუმცა არ ვარ კმაყოფილი იმ ფაქტით, რომ მართალი აღმოვჩნდი. კაცი, რომელიც ერთხელ მემუქრებოდა „კვერცხებით ჩამოკიდებით“, უდავოდ, საბოლოოდ პასუხისმგებელია ჩემს ამჟამინდელ გაჭირვებაზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი „ქართულ ოცნებაზეც“ წერს და აღნიშნავს, რომ პარტია ამ დრომდე კულისებიდან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება – „ადამიანით, რომელმაც თავისი ქონება 1990-იან წლებში მოსკოვში მოიპოვა და, როგორც ცნობილია, მჭიდრო პუტინთან აქვს კავშირები“.

სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა – 80% – მხარს უჭერს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას, „მმართველი პარტია ავლენს მზარდ სოლიდარობას რუსეთთან“.

Cesko