თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, დღევანდელობის მძიმე ანარეკლია – ირმა ინაშვილი

0
608
40 Views

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, დღევანდელობის მძიმე ანარეკლია.

საუბედუროდ, ჩვენი საზოგადოება გაჟღენთილია უპატივცემულობით, აგრესიით, ბოღმით, შურით, ცილისწამებით, ახალ-ახალი მსხვერპლის ძიებისა და შეჭმის წყურვილით. ამ ზნეობრივი წყვდიადის და დაცემის გამოძახილია, რაც დღეს უნივერსიტეტში მოხდა.
რასაც გავეცანი, სტუდენტების მოთხოვნები სამართლიანიცაა და გასაგებიც. უნივერსიტეტის რექტორატს მისი მოგვარება ევალება!!! და პასუხისმგებლობისგან გაქცევა სწორად არ მიმაჩნია.

როგორც ჩანს, მეტი კომუნიკაცია და მეტი გულისხმიერება იყო საჭირო, მაგრამ
სრულიად მიუღებელი და ამაზრზენია ფორმა, რომლითაც სტუდენტებს საკუთარი სიმართლის გამოხატვა სურდათ.
ახალგაზრდობის ამ ნაწილს უნდა ესმოდეს, რომ კეთილი საქმეც კი… სამართლიანი იდეაც კი კვდება იქ, სადაც ძალადობა და უპატივცემულობა იწყება. მიზანს რომ მიაღწიოთ, ღირსეულად უნდა იბრძოდეთ. ისე, რომ ოპონენტმა და, უბრალოდ, გულშემატკივარმა პატივი გცეთ, ხმამაღლა თუ არა, საკუთარ გონებაში მაინც აღიაროს თქვენი სიმართლე და უპირატესობა, თუ, რა თქმა უნდა, მართალი ხართ.
ჩვენს უნივერსიტეტს იმდენი აქცია, მიტინგი და პროტესტი აქვს გავლილი, ვერ დაითვლით… უნივერსიტეტიდან დაიწყო ყველა დიდი გარდატეხა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ… ვიმეორებ: ეს ბრძოლა ახალ სახეებს, ახალ ლიდერებს, ახალ ზნეობრივ გმირებს ბადებდა და არა პირიქით… თქვენც დაიბადეთ ახალ ზნეობრივ გმირებად და კულტურულ რევოლუციონერებად ნუ ჩამოაყალიბდებით.

ირმა ინაშვილი, პოლიტიკოსი; სოციალური ქსელი

Cesko