შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სპორტის დამსახურებული მოღვაწისა და ლეგენდარული კომენტატორის ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო

April 5, 16:55
0
191

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს ჯამლეტი ხუხაშვილის დამსახურება განუზომელია ქართული სპორტის განვითარების საქმეში.

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სპორტის დამსახურებული მოღვაწისა და ლეგენდარული კომენტატორის ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი ჯამლეტის დამსახურება განუზომელია ქართული სპორტის განვითარების საქმეში. მან აღზარდა თაობები, ვინც ჩვენი ქვეყნის ღირსებას მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ არენებზე დღესაც ამაყად იცავენ, მის მიერ წაყვანილი სპორტული რეპორტაჟები კი დიდხანს დარჩება ჩვენთვის გამარჯვების სიმბოლოდ. მან, ასევე, როგორც საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების პროცესში.

ვუსამძიმრებ ბატონი ჯამლეტის ოჯახს, მის ახლობლებს და ქართული სპორტის საზოგადოებას ამ დიდ დანაკლისს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Cesko