21 Views
“კეთილი მოგონება.
—————-
ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა საოცრად დახვეწილი იუმორის გრძნობა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ნამდვილად ასეა.
ერთხელ მახსოვს…1998 წელია….თათბირზე ვართ;
ადგა რომელიღაც ძალოვანი მინისტრი და ეუბნება:
“ედუარდ ამვროსიევიჩ ( დახურულ კარს მიღმა ზოგჯერ ასე მიმართავდნენ მაშინაც-დ) რა უბედურებაა ეს, ეროვნული უშიშროების საბჭოდან ინფორმაცია ჟონავს. რა ქვეყანა ვართ ასეთი ან რა სახელმწიფო ვართ…. როგორ შეიძლება უშიშროების საბჭოდან ინფორმაცია ჟონავდეს გარეთ?!”
ვატყობ, შევარდნაძეზე არავითარი განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია ამ ფრაზას. მშვიდად შეხედა და ეუბნება:
“ნუ იტყვი……. ნუ იტყვი….მე როცა მინდა რამე ინფორმაცია ფართოდ გახმაურდეს, სპეციალურად უშიშროების საბჭოზე ვამბობ ხოლმე”.
———————-
აი ეს იყო პრეზიდენტ შევარდნაძის საქართველო.
—–‐—————-
მეორე ეპიზოდი:
გვიანობამდე ველოდე.
ტექსტია გასაკეთებელი.
არ მირეკავს.
დავიღალე.
პეტრე მამრაძეს ვურეკავ და მეუბნება: კონსერვატორიაში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსია, მერე ლაურეატებთან შეხვედრა და იქ არისო.
ნუ…გასაგებია.
შევარდნაძე ასეთ ღონისძიებას როგორ გააცდენდა….. თავს დაჰკანკალებდა ქართულ “ინტელიგენციას”….სამ კაპიკს რომ იშოვიდა მისი საცოდავი “საგადასახადო”, ორ კაპიკს იმ ინტელიგენციის გულის მოსაგებად ხარჯავდა….
ისე, ხსენებული კონკურსი მართლა მაღალი დონის იყო, რადგან თბილისის კონსერვატორიაში არსებობდა ფორტეპიანოს უძლიერესი სკოლა.
ეს ჩვენი ხატია რომ ასეთი გენიოსია (და არა მხოლოდ ხატია) შემთხვევითი სულაც არ არის.
ჰოდა…..ბოლოს მირეკავს.
ავედი.
საშინლად დაღლილია.
ადგა მაგიდიდან, წამოვიდა, ხელი გამომიწოდა და…..”შენ პიანინოზე უკრააააავ?”
თავი ძლივს შევიკავე არ გადამეხარხარა როცა წარმოვიდგინე რა შთაგონებული სახით იჯდა იმ “პიანინოს კონკურსზე” მთელი დღე.”
ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე; სოციალური ქსელი