“რატომ შენ? … ჩემი ნახევარი გული წაიღე…” – რას წერს შოთო სიხარულიძე ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ მომღერალზე

0
895
90 Views

შოთო სიხარულიძე ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ მომღერალზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

“ამ ფოტოს ვაქვეყნებ პირველად… შენს ფოტოებს და ვიდეოებს რომ ვუყურებ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან💔

მიწისთვის მენანები…. ვინ იცის სად ხარ?..

@shotiko bochoridze მენანები იმ ქარისთვის შენს საფლავზე, რომ ააშრიალებს დაღლილ ხეებს…

მენანები იმ ქარისთვის აბუჩად,რომ იგდებს და გამუდმებით აქეთ-იქით არწევს შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს…

 

მენანები მიწისთვის, ცივი მიწისთვის…
მენანები სამარადისო ძილისთვის…)))))))

ერთხელაც კი არ დამესიზმრე მიფრთხილდები ალბათ სიზმარში რომ მოხვიდე ჩემთან რომ გნახო და მერე უცებ გაქრე გავიღვიძო და შენ რომ აღარ მეყოლები გული არ გამისკდეს მაგიტომ ნეტა? ერთერთ ვიდეოში (სიმღერაში) გეუბნები შოთი დამიძახებ მაგრამ შენთან აღარ ვიქნები მეთქი შეიძლება მართლა მეძახი და მე ვერ ვიგებ შენს ტკბილ ხმას შოოთიი? ალბათ ესეც იმიტომ რომ მართლა ძალიან შორს ხარ ჩემგან….💔😭🙏💔😭🙏

შოთიკო უჩვეულო ყოველი,ჩვეული წესით დაიწყო,
მე ვეკითხები გამჩენსა,შენი სიკვდილი რა იყო,
პასუხი არსად არ ისმის,ალბათ ეს შეცდომა იყო
შენი სიკვდილი ჩვენთვის ხომ, მეხისა დაცემა იყო
24 წელი რა არის,ეს შენთვის სულ ცოტა იყო,
იმ უდიადეს სიყვარულს,რაც შენ დათესე შოთიკო…
ვერაფრით ვერ მოასწრებდი შენ,რომ ღვთის შვილი არ იყო,
ძალიან მიკვირს, ამდენი ცრემლი სად იყო,
სხეული მწარედ რად მეწვის,ნუთუ შენა ხარ შოთიკო
თუ,ასე ძლიერ მიყვარდი,ამხელა გრძნობა სად იყო,
ახლა,რომ სული გამომღრღნა და გული ორად გამიყო :'(

(ეს ბუნება,საოცარი არის, შენ ხომ ყველას გვხედავ მაღლა ციდან, ჩვენ კი ვნატრობთ სიზმრებს,ვაი ჩვენი ბრალი,
მენატრები ძლიერ არ მგონიხარ მკვდარი,
ძლიერ მომენატრა შენთან საუბარი.
დამესიზმრე გეხვეწები,შენ არა ხარ მკვდარი,
შენი სული გარდაიქმნა და ზეცაში არის)
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტბის არხი”

😔😔😔ნათელში იყავი ჩემო დარდო და ტკივილო…💔მენატრები💔 ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…

სიზმარში ვარ ისევ .. ეს სტატუსი რა არის იმასთან შედარებით რასაც შენ იმსახურებ..
ნეტავ გამიბრაზდებოდი? არა.. ღიმილნარევად მეტყოდი მადლობაოო ..

დღემდე თვალწინ მიდგას როცა თვალებს ვხუჭავ. დიდხანს ვცდილობდი თვალები არ დამეხუჭა ასე გაგრძელდა ბევრი თვე… ჩემს გონებაში შავი ასოებით ამოიტვიფრა ეს ტრაგედია…

არც ისე გრძელი იყო ეს დრო, რომ ტკივილი ცოტათი მაინც განელებულიყო. ისე წახვედი არც გიფიქრია რამხელა ტკივილს ტოვებდი
მიწაზე, რომ უშენოდ ქვეყანა დაპატარავდა, უშენობააა აუტანელი, მოგაბეზრეთ თავი ჩვენი უბრალოებით და ამიტომ წახვედი.. უნდა მოგფრთხილებოდით. ალბად. უსასრულობაში გინდოდა ხეტიალი. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ეხლა სულ სხვაგვარადაა ყველაფერი მხოლოდ ბევრმა უშენობამ ჩაიარა და ვერ შევძელით შევბრძოლებოდით სულის ტკივილს. წერას რომ ვიწყებდი მეგონა ერთი ამოსუნთქვით დავწერდი ყველაფერს რასაც ვგრძნობდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ იქიდან ორი სიტყვაც კი ვერ დავწერე. რთული ყოფილა ფიქრი რთული ამ ფიქრების წერა ფურცელზე. ტკივილის და ჯერ კიდევ დიდი გაუცნობიერებლობის საშინელი დღეები. მხოლოდ შენ შეძელი ყოფილიყავი საკუთარი თავის ნიღბების სამყაროში, ჩვენ კი, ამის დაფასება არ შეგვეძლო, შენს ლამაზ სულს შემოვევლეთ <3 ენით აუღწერელი ტკივილი დაგვიტოვე გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, არ ვიცი ამ ტკივილს როდის შევეგუებით ან შევეგუებით კი საერთოოდ? ზოგჯერ არც კი მჯერა რომ ეს სიმართლეა, ანგელოზებს შეგადარებდით, ანგელოზი იყავი და ანგელოზად დარჩები ყველასათვის, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო <3 <3 <3 😥😥😥😥😥😥16 აპრილს მოვდივარ თელავში კურდღელაურის სასაფლაოზე💔😭ჩემთვის თელავი ვერასოდეს იქნება ხალისიანი არ მეხალისება, არც ხასიათი მაქვს იქ ჩასვლის შენს გარეშე ჩემი გონება ვერ ეგუება რომ არ დამხვდები შენ!!!! ალბათ ვერც მექნება ვერადროს თელავში კარგი ხასიათი შენ წამოგყვა ჩემი სიხალისე ალბათ ძალიან წამეჩხუბებოდი ეხლა, რომ ესე არ შეიძლება და მე ასე არ უნდა ვთქვა🖤 და ის შეიძლება? უშენოდ ვიყო? საუკეთოსო იყავი!!!! რომელიც გულს ამოიღებდა ყველასთვის მის ირგვლივ შენნაირი ადამიანები არ მეორდებიან!!!! შენი ღიმილი ნამდვილი იყო ნამდვილი💔😭🙏💔😭🙏🍊შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული.💔💔💔💔💔💔💔💔როგორი გაუსაძლისი ხარ როგორი მწარე და აუღწერელი. დაუჯერებელია შენი არყოფნა. გული და სული თან წაიღე, რატომ შენ?რატომ წადი იქ საიდანაც არ ბრუნდებიან ესეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ. ყველასთვის თბილი და მოსიყვარულე იყავი…. ნუთუ ესეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება რომ ასეთი სიმწარის გადატანა გვიწევს. 💔💔💔💔💔💔💔💔გვაპატიე, რომ სათანადოდ ვერ მოგხედეთ.. განისვენე მშვიდად და ღმერთმა მიგიბაროს სამარადისოდ!ნუთუ მიწას არ შერცხვა შენი? ”არა… არა… ვერასდროს დავიჯერებ… ჩემი ნახევარი გული წაიღე…” არ ვიცი, რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს,😭თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი,რომ მაკლიხარ დღეს😭 დამაკლდები ხვალ, ზეგ…სულ!😭 არ შემიძლია შენზე წარსულში საუბარი,😭თუარ გავაფრენ გამიკვირდება.😭😭 არ გემშვიდობები ჩემო ხუჭუჭა ღიმილის ბიჭო, შენ მუდამ ჩემს გულში იქნები”💔ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…. არ მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ….💔💔💔 შოთიკო ბოჭორიძეს ვინც იცნობდა ჩვენს ტკბილ შოთიკოს ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იციან, რაოდენ წმიდა იყო ამ გასაოცარი ბიჭის მეგობრობა და ცხოვრება. განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა ჰქონდა , ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის, 😭😭ამბობენ ანგელოზები არუნდა ვიგლოვოთო,არ შეიძლებაო მაგრამ სულ ასე ხომ არვარ…წელიწადში რამდენჯერმე რომ უნდა გამყოფოთ ცრემლში ესეც გვაპატიე შოთი 🙏🙁უსასრულო ტკივილო….ვიცი…ვიცი უსასრულოდ სულის შემძვრელად💔💔💔💔💔💔💔💔😭😭😭😭😭😭😭😭😭))გვაპატიე, რომ სათანადოდ ვერ მოგხედეთ.. განისვენე მშვიდად და ღმერთმა მიგიბაროს სამარადისოდ!”

Cesko