“არ დაიღალეთ ამ ცილისწამებით და ტყუილის ტირაჟირებით?…”- ირმა ინაშვილი ნოდარ მელაძეს

April 3, 14:42
0
2092

პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ჟურნალისტ ნორდარ მელაძეს მომავალ კვირას სათანადო პასუხს გასცემს.

“ჯერ გუშინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში, მერე დღეს, ტვ პირველის 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ვისმენთ, რომ 2 წლის წინ “დოსიეს”, თურმე, გამოუქვეყნებია გამოძიება, სადაც რომელიღაცა რუსი დაზვერვის ოფიცერი ფიგურირებს და აი, ამ ოფიცერს, თურმე, სურდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” შეყვანა პარლამენტში. აქვე, კვლავ არარსებულ 8 მილიონს ახსენებენ. ნოდარ მელაძეს ვეკითხები: მე ახლა ვარ პარლამენტში? არ დაიღალეთ ამ ცილისწამებით და ტყუილის ტირაჟირებით?” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჯერ ერთი: “დოსიე” რუსი ოლიგარქის საიტია. არავითარი წონა და რეპუტაცია მას არ გააჩნია. “დოსიეს” საიტზე პირდაპირ წერია, რომ გამოქვეყნებულ მასალებზე… სიმართლეა, თუ ტყუილი ეს მასალები, პასუხს არავინ არ აგებს. მეორე: ბევრჯერ მითქვამს, რასაც “გამოძიებას” ეძახიან, ის მხოლოდ ცარიელი ცხრილია, პირველკლასელიც რომ თავისუფლად დახაზავს. მესამე: 2020 წლის არჩევნების პერიოდშივე დამტკიცდა, რომ არანაირი 8 მილიონი ბუნებაში არ არსებობდა. ეს ფული არჩევნებში არავის უნახავს. მეოთხე: ეს რომ ტყუილია, გამოჩნდა- “პატრიოტთა ალიანსმა” უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, ე.ი. არავისი ვალი ჩვენ არ გვქონდა! მეხუთე: უფრო საფუძვლიანად ნოდარ მელაძეს და მის ცილისწამებას მომავალი კვირიდან ვუპასუხებ” – წერს ინაშვილი

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ნოდარ მელაძემ მის გადაცემაში განაცხადა, რომ  პატრიოტთა ალიანსმა რუსეთიდან რვა მილიონი მიიღო.

Cesko