ვლადლენ ტატარსკის მკვლელობისთვის 26 წლის ქალი დააკავეს – რუსული მედია

0
349
20 Views

რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქების საქმეზე, რასაც რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა ერთი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილი სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები, 1997 წელს დაბადებული ქალია.

„დაკავებული ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა, ის გამომძიებელთან დაკითხვაზე იმყოფება“, – წერს „ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით. თქვა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

როგორც გამოცემა წერს, გამოძიებას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ტრეპოვამ კაფეში მიიტანა ყუთი, რომელშიც თათარსკის ბიუსტში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.

ჯერჯერობით, ინფორმაცია დაკავების შესახებ ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.

ცნობისთვის, აფეთქება სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის შემოქმედებით საღამოზე მას შემდეგ მოხდა, რაც ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა.

Cesko