”მეგობრებს შემოაკვდათ ერთმანეთით ჩხუბის დროს…” – ნახეთ ახლახანს რესტორანში 2 ადამიანი მოკლეს

0
1503
103 Views

ქუთაისი-წყალტუბის გზაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანია მოკლული. როგორც ირკვევა, ტრაგედია მეგობრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა.
არსებული ინფორმაციით ერთ-ერთ რესტორანში შეკრებილ მეგობრებს შორის კამათი მოხდა, შემდგომ მათ შენობა დატოვეს და საუბარი მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. სიტუაციის განსამუხტად ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და ტყვია გაუვარდა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ერთ-ერთი მოკლული ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვასილ მებურიშვილია.

შსს-მ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.

”დავმუნჯდი ვერაფერს ვწერ მშვიდობით ჩემო ბავშვობავ ?????ამაზე დიდი ტრაგედია ქრ შეიძლება მოხდეს გამძლეობა შენს ოჯახს ვასოოო??????
ვასო ჩემო ბავშვობის მეგობარო , საუკეთესო ადამიანო ??საშინელია ეს ტკივილი ?? გამძლეობა შენს ოჯახს ??? სასუფეველი შენს ლამაზ სულს ?გვიყვარხარ ყველას და მოგვენატრები ..” – წერს ახლობელი.

Cesko