29 Views
“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“მოკლედ ერთი საინტერესო ისტორიაა
რამდენიმე დღის წინ ერთი ტიპი შემომივარდა ფეისბუქის მესენჯერში და ლამის იყო შარვლიდან ამოვარდა -“ ზვიადის დამამხობლებზე ( ხაინდრავაზე , ჯაბაზე, კიტოვანზე და ა.შ.) აუგს რატომ წერ და შენი ნახვა მინდაო “
მოკლედ არ გაჩერდა და შემაწუხა
ბოლოს როდესაც არ მოისვენა და ზვიადს შეაგინა , ვუთხარი – კარგი გნახავ-თქო
მოკლედ ერთ მოყუჩებულ ადგილას უნდა შევხვედროდი – მარტო მივედი საღამოს საათებში და რას ვხედავ – აქეთ ერთი ზის ვითომ ტელეფონშია შემძვრალი , მეორე მანქანას საბურავს უცვლის , მესამე სიგარეტს ეწევა და თან რაცია მოუჩანს შარვლიდან
ე.წ. “ სადკაა “ ანუ პოლიციის ჩასაფრება
ბავშვობიდან ( ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან ) რაც მე ეს “ სადკები “ მინახავს – რას გამომაპარებდი – თან 2011 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ზუსტად ასეთი პროვოკაციით დამაპატიმრა და ციხეში გამიშვა
შორიახლოს გავჩერდი , ვურეკავ ამ ტიპს და ტელეფონი გათიშული აქვს
ნუ რაღა მექნა , ავდექი და უკან წამოვედი
ეგრევე მივხვდი რომ დარწმუნებულები იყვნენ , რომ თან იარაღი მქონდა
ზუსტად 200-300 მეტრში ჩემს მანქანას კრიმინალური პოლიცია აჩერებს და სალონის დათვალიერებას ითხოვს , თითქოს უკანონო იარაღის შესახებ აქვთ ინფორმაცია , ზედაპირულად ვათვალიერებინებ , რას იპოვიდნენ რაც არ მქონდა
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გზა განვაგრძე და მშვიდობით დავბრუნდი სახლში
არ მინდა დავიჯერო და არ დავიჯერებ რომ ყოველივე იმ ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ რომლებიც ხელისუფლების უმაღლესი პირები არიან , ეს უფრო კერძო ინციატივას, ხაინდრავას დონეზე , 90-იანი წლების პოლიციის ნარჩენების შესრულებულს გავდა
მაგრამ მაინც მინდა აქ საჯაროდ განვაცხადო –
არც უკანონო იარაღს ვატარებ ,
არც ნარკოტიკს მოვიხმარ ,
არც არავის ცემას ვაპირებ ,
არც ე.წ. რაზბორკებზე დავდივარ
და საერთოდ საგზაო მოძრაობის წესებსაც არ ვარღვევ,
ღვედსაც ვიკეთებ ,
არც ნასვამი ვჯდები საჭესთან
ისე მეც ვერ ვისწავლე ჭკუა – ჯერ იყო და შევარდნაძის დროს მომიგზავნეს ვიღაც “ნასედკა” – ხელი დავარტყი და 2 წელი ძებნაში ვიყავი ,
შემდეგ სააკაშვილის დროს ბენზინგასამართ სადგურზე მომიგზავნეს “ ნასედკა” , შემაგინა, ვცემე და გლდანის ციხეში გამიშვეს ,
შემდეგ კიდევ ერთ “ ნასედკას “ აჩივლებინეს მემუქრებაო და ასე შემდეგ
“ მეთოდები დაგიძველდათ მურტალო “ – პოლიტიკურად გაგანადგურებთ მოღალატეებო და ხუნტის ჯალათებო , ჩვენი შვილების მომავალს ,ჩვენს სამშობლოს არ დაგითმობთ
P.S. ამ “ ნასედკების” მოგზავნას კიდევ მოეშვი დამიჯერე, ვეღარ წამომაგებ პროვოკაციაზე.
ჩემს მეგობრებს ხელისუფლებაში კი ვთხოვ – გაარკვიეთ ამ პუტჩისტ მაჯლაჯუნებთან ეს საქმე და პანღურის კვრით გამოაგდეთ – დამიჯერეთ ასე აჯობებს “