„რთულად წარმოსადგენი და გასააზრებელია, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება“ – „ისი პარი“

April 2, 17:36
0
836

„რთულად წარმოსადგენი და გასააზრებელია, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება“ – „ისი პარი“

„ისი პარი“, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან მარგველაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ისი პარის“ ერთგულო მომხმარებლებო და მეგობრებო, ძალიან გვიჭირს ახლა ამის დაწერა, მთელი გუნდი დამწუხრებული და ტკივილით სავსე ვართ, რადგან უნდა შეგატყობინოთ ჩვენთვის უმძიმესი და წარმოუდგენელი ამბავი.

1-ელ აპრილს, გარდაიცვალა ისი პარის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სიკეთით სავსე და ყველასათვის საყვარელი ბატონი ლევან მარგველაშვილი, რომელსაც უსაზღვრო და უდიდესი წვლილი მიუძღვის ისი პარის ზრდასა და განვითარებაში.

ვერანაირი სიტყვებით გადმოგცემთ, თითოეული ჩვენგანის მწუხარებას, რადგან ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით მის თანადგომას, მეგობრობასა და სიყვარულს. მისი ღიმილიანი სახე არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. საოცრად რთულია და გვიჭირს „ისი პარის“ 28-წლიანი ისტორიის, ძალიან დიდი გზის გავლის შემდეგ, ასეთი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილება.

რთულად წარმოსადგენი და გასააზრებელია, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, მაგრამ აუცილებლად მოვიკრებთ ძალებს და თავდაუზოგავად გავაგრძელებთ იმ საქმეს, რასაც ბატონი ლევანი 1995 წლიდან დღემდე „ისი პარისთვის„ და თითოეული ჩვენგანისთვის აკეთებდა.

ყველაფრისთვის უდიდესი მადლობა ბატონო ლევან, ჩვენ არ გემშვიდობებით, რადგან „ისი პარისა“ და ჩვენს გულებში, თქვენ სამუდამოდ იცოცხლებთ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : https://tia.ge/

Cesko