აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო – ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქციიდან

0
542
25 Views

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მთავრობის ადმინისტრაციასთან, 7-9 მარტის მოვლენების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს სოლიდარობა გამოუცხადოს.

„როგორც ყველა დანარჩენი, იმისთვის ვარ აქ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველა პიროვნებას აქვს ამ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება“, – განუცხადა IPN-ის ცნობით კრამონმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება, მოსამართლემ 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გრიგორიადისის დასაცავად სამოქალაქო აქტივისტებმა აქციების გამართვა დაიწყეს. პირველი აქცია 31 მარტს გაიმართა. აქცია გაიმართება 1-ელ აპრილს, პარლამენტის წინ და, ასევე, 2 აპრილს კანცელარიასთან. აქციის მონაწილეები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.

Cesko