სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მას ბრალად ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ედება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პირი რომელმაც სავარაუდოდ ამბასადორი გადაწვა დაკავებულია. არსებული ვერსიით, მან კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შემდეგ ავიდა რესტორანში, შეუკვეთა სუში, სასმელი და შემდეგ ცეცხლი გააჩინა.
სასტუმრო ამბასადროს კაზინოს განცხადებით, სიცრუეა, რომ ხანძრის გაჩენის გამო დაკავებული პირი სამორინეს სტუმრობდა.
“გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ. მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”. – ნათქვამია განცხადებაში.