რა გახდა თაკო ტაბატაძისა და გია ბაღაშვილის დაშორების მიზეზი? – მსახიობმა დიდი ხნის შემდეგ დუმილი დაარღვია და კონკრეტული მიზეზებიც დაასახელა

0
1393
28 Views

მსახიობი თაკო ტაბატაძე და მუსიკოსი გია ბაღაშვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ გაშორდნენ.

საზოგადოებაში დღემდე განიხილება ეს საკითხი, თუმცა აქამდე ყოფილი მეუღლეებისგან დაშორების მიზეზებზე კონკრეტულად არაფერი თქმულა.

თაკო ტაბატაძემ კი „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში ამ თემაზე დუმილი დაარღვია და დაადასტურა, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზთა  შორის 20-წლიანმა ასაკობრივმა სხვაობამაც დიდი როლი ითამაშა.

„ზოგადად მსოფლმხედველობითი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთნ ერთად, მე მაშინ ვიყავი 17 წლის, ბევრი რამ შეიცვალა. ერთად იზრდებით… ნელ-ნელა შემოდის პრობლემები, ბავშვები გიჩნდება, რაღაცების გადაფასება ხდება, ანუ საითკენ მიდიხარ. პირველი პერიოდი არის ემოციების და შემდეგ ხვდები რის წინაშე დგახარ… ის სად მიდის და შენ სად მიდიხარ. ამ დროს კი შეიძლება ვერ შეთანხმდეს ადამიანი. ირჩევ პროფესიას და ოჯახთან ერთად აგრძელებ ამ მიმართულებით განვითარებას, თუ არ გამოდის ეს ყველაფერი. ძალიან მტკივნეულია ეს…

დედობა არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და მონაპოვარი, მინდა ჩემი გოგოებისთვის ვიყო მაგალითი“, – თქვა თაკო ტაბატაძე.

Cesko