ისრაელმა ირანთან დაკავშირებულ სამხედრო ობიექტებზე სირიაში საჰაერო იერიში მიიტანა

March 30, 10:31
0
176

ისრაელის სამხედროებმა სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

Reuters-ის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნე ირანთან დაკავშირებული სამხედრო ობიექტები იყო, რომელთა მიმართულებითაც რამდენიმე რაკეტა გაუშვეს.

სირიის საჰაერო თავდაცვამ მხოლოდ რამდენიმე მათგანის ჩამოგდება მოახერხა.

სირიის სახელმწიფო მედია მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე სირიელი სამხედრო დაშავდა.

Cesko